სოფო კილაძე: საქართველომ სტრასბურგში ძლიერი კანდიდატები წარადგინა

სოფო კილაძე: საქართველომ სტრასბურგში ძლიერი კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

“ბატონმა ლადო ჭანტურიამ კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილა, ხოლო ჯაფარიძის და გეწაძის შემთხვევაში ევროპის საბჭოს მრჩეველთა პანელი მოსამართლედ მუშაობის არასაკმარისად ხანგრძლივ გამოცდილებაზე აკეთებენ აქცენტს. მიუხედავად ამისა ჯაფარიძეც და გეწაძეც ვფიქრობ ძლიერი კანდიდატები არიან და მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არავის შეუტანია. ჩვენს ოპონენტებს სურთ წარმოაჩინონ, თითქოს პროცესი ისევ ჩიხშია - ეს ასე არ არის. ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატი გადავიდა შერჩევის პროცედურით გათვალისწინებულ შემდეგ ეტაპზე. იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი რისკი კონკურსის მომდევნო ეტაპზე, უპრიანია ბატონ ლადო ჭანტურიასთან ერთად, დამატებით კიდევ ორი კანდიდატურა წარვადგინოთ, თუმცა ამის ვალდებულება ნამდვილად არ არსებობს. შემოდგომაზე ევროპის საბჭო დაასრულებს შერჩევის პროცესს და ქართველი მოსამართლე შეუერთდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, - განაცხდა სოფო კილაძემ.

ცნობისთვუს, სტრასბურგის სასამართლოს მოსამანრთლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება იუსტიციის სამინისტროში 28 მაისს დასრულდა. კომისიამ მთავრობას სტრასბურგის მოსამართლეობის 5 კანდიდატი ლადო ჭანტურია (5 ქულა), სოფიო ჯაფარიძე (4.69 ქულა), შოთა გეწაძე (3.85 ქულა), თამარ ალანია (3.77 ქულა) და ირაკლი დონდოლაძე (3.69 ქულა) წარუდგინა.