ლევან კობერიძე: ლევან ბერძენიშვილი პოლიტიკური კრახის ფონზე ძიების რეჟიმშია

ლევან კობერიძე: ლევან ბერძენიშვილი პოლიტიკური კრახის ფონზე ძიების რეჟიმშია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ლევან ბერძენიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის შესახებ გუშინ გაკეთებულ კომენტარს დაბოღმილი ადამიანის პოზიციას უწოდებს.

“რამ დაბოღმა ასე ცხოვრებაზე ეს ნაკითხი და განათლებული ადამიანი? პოლიტიკური კრახის ფონზე ალბათ თავის თავის ძიების რეჟიმშია - ვერ გადაწყვიტა პოლიტიკოსია, ლექტორი, ენათმეცნიერი, კრიტიკოსი თუ ექსპერტი... ნებისმიერ შემთხვევაში უზრდელურად გამოუვიდა და მჯერა რომ თუ საჯაროდ არა, თავის თავთან რომ დარჩება მარტო ბოდიშს მოუხდის პრემიერს, ლიდერს რომელმაც შეძლო და ყველა ტიპის ადამიანსა და პოლიტიკოსთან გამონახა პოლიტიკური და ადამიანური დიალოგის შესაძლებლობა ქვეყნის განვითარებისათვის. დღეს ქვეყანა წინ მიდის და ეს მთავარია“, - აცხადებს ლევან კობერიძე.