გიორგი ბეგაძე: ლევან ბერძენიშვილისგან გასაკვირი არაფერია

გიორგი ბეგაძე: ლევან ბერძენიშვილისგან გასაკვირი არაფერია

კომენტარი რომელიც გუშინ ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა პრემიერ-მინისტრზე  - არის უთავმოყვარო ადამიანის კომენტარი, რომელმაც ბევრი ისწავლა, ბევრი წიგნი წაიკითხა და ყველაზე საჭირო დროს დაავიწყდა, რომ საქართველო რწმენამ გადაარჩინა, დაავიწყდა საკუთარი პარტიის ნოლპროცენტიანი რეიტინგიც, დაავიწყდა რომ უადგილოდ თავად იყო დარჩენილი, სანამ ქართულმა ოცნებამ არ ჩამოუქროლა და ძველი კიდობნიდან არ ამოყო თავი.

მართალი გითხრათ, მისგან არც უნდა ეწყინოს ვინმეს ასეთი შეფასება, რადგან საკუთარ თანამებრძოლს და დიდი ხნის მეგობარს, დავით უსუფაშვილს ზურგში დააწია ლანძღვა-გინება პარტიიდან გასვლისთანავე.