”ქართული ოცნების” დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება .
”უარვყოფ ინფორმაციას, რომლის მიხედვით გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მე განვიხილები. გუნდში მიდის მჯელობა მომავალ გენერალური აუდიტორის კანდიდატურასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი იქნება ძალიან კვალიფიციური და ღირსეული კანდიდატურა”, - განუცხადა ვანო ზარდიაშვილმა ”ინტერპრესნიუსს”.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ვარაუდით, პარლამენტი ახალ გენერალურ აუდიტორს სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე აირჩევს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება.