ეკა ბესელია:  ოთარ კახიძემ რასაკვირველია კანონი იცის და მან კანონი დაარღვია

ეკა ბესელია: ოთარ კახიძემ რასაკვირველია კანონი იცის და მან კანონი დაარღვია

დეპუტატმა ოთარ კახიძემ რასაკვირველია კანონი იცის და მან კანონი დაარღვია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების დროს იარაღით მისვლა დაუშვებელია და ამას კანონი კრძალავს.

”ოთარ კახიძე იურისტია. მან რასაკვირველია კანონი იცის და ბუნებრივია კანონი დაარღვია. ამის იქეთ განსჯაში არ შევალ. შემდგომი საკითხია რა ტიპის რეაგირება შეიძლება მოყვეს”, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

”პალიტრავიდეომ“ გუშინ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე, პარლამენტის წევრი ოთო კახიძე იარაღით გადაადგილდება. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.