მთავარ პროკურატურაში ლეილა მუსტაფაევას გამოკითხვა მიმდინარეობს

მთავარ პროკურატურაში ლეილა მუსტაფაევას გამოკითხვა მიმდინარეობს

მთავარ პროკურატურაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას გამოკითხვა მიმდინარეობს. ლეილა მუსტაფაევა საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად გამოცხადდა.

„ჩვენი მოლოდინები დამოკიდებული იქნება იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც მთავარი პროკურატურა განახორციელებს. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ბუნებრივია, ოპტიმიზმით განვეწყობით გამოძიების მიმართ. ამ ეტაპზე ჩვენი სურვილია, რომ საქმე იყოს გამოძიებული და ჩვენ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ. თუმცა იმ პირობებში, როდესაც არც ერთი საეჭვო პიროვნება გადამოწმებული არ არის, ასევე არ გადამოწმდება ის ვერსები, რომლებიც გატაცებასთან დაკავშირებით საჯაროდ ხდება ცნობილი, ასეთ პირობებში, ბუნებრივია, იმედიანად განწყობილები ვერ ვიქნებით, მაგრამ თუ ჩვენ დავინახავთ მთავარი პროკურატურისგან, რომ ყველა ვერსია მოწმდება და ყველა ღონისძიება ტარდება, ჩვენ ყოველთვის ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან", - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს მთავარ პროკურატურას 20 ივლისს გადაეცა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.