რექს ტილერსონი სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობით იმედგაცრუებულია და შესაძლოა, თანამდებობა წლის ბოლომდე ან უფრო ადრე დატოვოს. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია СNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ტილერსონს სერიოზული უთანხმოება აქვს თეთრ სახლთან, მათ შორის ირანთან ურთიერთობების წარმართვისა და საკადრო პოლიტიკის საკითხებზე.
რექს ტილერსონის გარემოცვა ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმედგაცრუებისა, ტილერსონმა გადაწყვიტა წლის ბოლომდე თანამდებობაზე დარჩენა. მათი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი შეეცდება უწყების რეორგანიზებას.
ამერიკულ მედიაში ტილერსონსა და თეთრ სახლს შორის უთანხმოების შესახებ ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. კერძოდ, გამოცემა Politico გასულ თვეს წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ რექს ტილერსონმა თეთრ სახლში სკანდალი მოაწყო მისი მოადგილეების დანიშვნის შეფერხების გამო.