აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერასთან ერთად, საქართველო აშშ კონგრესისგან სულ უფრო ძლიერ და დადებით პოლიტიკურ გზავნილებს იღებს. სენატის მიერ მიღებული მხარდამჭერი რეზოლუციების შემდეგ, ამჯერად წარმომადგენელთა პალატა თანმხდება ახალ კანონპროექტზე, რომლითაც საქართველოში განხორციელებული აგრესიის გამო, რუსეთის მიმართ სანქციები მკაცრდება.
რათქმაუნდა, სანქციები არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენი მიზანია აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და რეგიონში მშვიდობა და განვითარება გახდეს მთავარი ყველასათვის. ამიტომ, იარაღის ჟღარუნზე ჩვენი ხელისუფლების რეაქცია არის საერთაშორისო მხარდაჭერის გაფართოება, განვითარება, რეფორმები და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა.
ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ყოველდღე თავს იტყუებს, რომ "საქართველომ აქტუალობა დაკარგა" - ეს ის ხალხია, რომელთაც პოლიტიკაში ვერც მემარჯვენე, ვერც მემარცხენე ადგილი და ვერც ცენტრიზმი ვერ დაიმკვიდრეს, სამაგიეროდ იპოვეს ეგოცენტრიზმი. მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა არაერთი შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენებთან. მნიშვნელოვანია რომ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა და საიმედო მოკავშირის რეპუტაცია.