პრორუსული ორიენტაციის ძალებისგან ირაკლი კობახიძის კრიტიკა უფრო პოზიტივად უნდა მივიჩნიოთ

პრორუსული ორიენტაციის ძალებისგან ირაკლი კობახიძის კრიტიკა უფრო პოზიტივად უნდა მივიჩნიოთ

პრორუსული ორიენტაციის ძალებისგან ირაკლი კობახიძის კრიტიკა ალბათ უფრო პოზიტივად უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე პირიქით. პარლამენტის თავმჯდომარის ერუდიცია და პროფესიონალიზმი მართლაც აღიზიანებს ჩვენს ოპონენტებს. ადვილი შესამჩნევია, რომ ეს გაღიზიანება პრორუსულ ძალებში უფრო შეიმჩნევა. დღევანდელ კონკრეტულ თემას რაც შეეხება, მათ კარგად უნდა გაიაზრონ, რომ მსოფლიოში ნებისმიერ პარლამენტს გააჩნია ქცევის ნორმათა ერთობლიობა, რომელსაც ქვია რეგლამენტი. პარლამენტის და პარლამენტარების საქმიანობის წესი დეტალურად არის გაწერილი ამ რეგლამენტში. დროა ვისწავლოთ დაწერილი ნორმების და ზოგადად, კანონების მიხედვით მოქმედება და ამან არ უნდა გაგვაღიზიანოს.