არჩილ თალაკვაძე: საქართველოს აქვს ამერიკელი ხალხის, მთავრობის და კონგრესის ძლიერი მხარდაჭერა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს აქვს ამერიკელი ხალხის, მთავრობის და კონგრესის ძლიერი მხარდაჭერა

აშშ სენატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის წარდგენის, პრეზიდენტ ტრამპტთან  და ვიცე-პრეზიდენტ პენსთან პრემიერ კვირიკაშვილის შეხვედრების შემდეგ, ამჯერად აშშ წარმომადგენელთა პალატა თანმხდება ახალ კანონპროექტზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს.

აშკარაა, რომ ვაშინგტონში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა იზრდება. საქართველო მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში დგას მეგობრების გვერდით და მეგობრებიც საქართველოს მარტო არ ტოვებენ გამოწვევებთან.

ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, რომლის ძირითადი პირობაც ეროვნული ინტერესების დაცვა, საერთაშორისო არენაზე საიმედო რეპუტაცია, წარმატებული რეფორმები და მსოფლიოში თავისუფლების იდეის მხარდაჭერაა.