კონგრესის კანონპროექტი ნათელი გამოხატულებაა, თუ რა განწყობაა ამერიკაში მათ მიმართ, ვინც ცდილობს, რომ დაარღვიოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა

კონგრესის კანონპროექტი ნათელი გამოხატულებაა, თუ რა განწყობაა ამერიკაში მათ მიმართ, ვინც ცდილობს, რომ დაარღვიოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა

ამერიკის კონგრესის კანონპროექტი არის ნათელი გამოხატულება, თუ რა განწყობაა ამერიკაში მათ მიმართ, ვინც ცდილობს, რომ დაარღვიოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა.

კელი გამოეხმაურა აშშ-ს კონგრესის საიტზე, ვაშინგტონის მიერ რუსეთის ახალი სანქციების შესახებ გამოქვეყნებულ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ეს კანონპროექტია, ჯერ უნდა გავიდეს კეენჭისყრაზე, ხოლო შემდეგ ხელი უნდა მოეწეროს პრეზიდენტის მიერ.

”ეს არის ძალიან მტკიცე და ნათელი გამოხატულება იმისა, თუ რა განწყობაა ამერიკაში მათ მიმართ, ვინც ცდილობს, რომ ჩაერიოს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში და დაარღვიოს ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებზეც საუბარი არის, ამ კანონპროექტში გამოირჩევიან იმით, რომ გამუდმებით აქვთ მცდელობა დაარღვიონ სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებისა და ეს არის მათი საპასუხო ქმედება. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან გვქონდა მჭიდრო საკითხი და განვიხილეთ ის საკითხები, რომ აღნიშნულმა არ დააზიანოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ინტერესები და პირიქით, ეს მიმართული არის დასაცავად”, - განაცხადა იან კელიმ.