“MAN”-ის ახალი ავტობუსები N140 მარშრუტზე

“MAN”-ის ახალი ავტობუსები N140 მარშრუტზე

დღეიდან N140 მარშრუტსაც “MAN”-ის მარკის ავტობუსები ემსახურებიან. მარშრუტი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობს.

18 ივლისიდან - დიდ დიღომში ახალი, თანამედროვე ავტობუსების ბაზის გახსნის შემდეგ, “MAN”-ის ავტობუსები უკვე 5 მარშრუტზე: N14, 21, 24 88 და N140-ზე გავიდნენ. უახლოეს ხანში “MAN”-ის ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვება იგეგმება.