მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე არ გვისაუბრია, მე ამაში ჩარევას გამოვრიცხავ

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე არ გვისაუბრია, მე ამაში ჩარევას გამოვრიცხავ

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე არ გვისაუბრია. მე ამაში ჩარევას გამოვრიცხავ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პოროშენკომ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენია პრეზიდენტს სააკაშვილის ქართველი სამართალდამცველებისთვის გადაცემა.

„უკრაინის ხელისუფლებას ერთი მთავარი პრინციპი აქვს - სააკაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტირებული ბრალდება. ჩვენ სამართლებრივი თანამშრომლობისთვის აბსოლუტურად მზად ვართ, თუ კრიმინალური შემთხვევა მართლაც ფიქსირდება”, - განაცხადა პოროშენკომ.