პატრიარქის მეოხებითა და კურთხევით საქართველოში უამრავი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა

პატრიარქის მეოხებითა და კურთხევით საქართველოში უამრავი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა

კათოლიკოს პატრიარქის მეოხებითა და კურთხევით საქართველოში უამრავი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა და დღესაც ჩვენ ვართ ერთ-ერთი საშვილიშვილო საქმის მოწმე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სნოში სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ პატრიარქს და ქართულ ეკლესიას სამშობლოსა და ერის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მოგილოცოთ დღეს სნოში სასტუმროს გახსნა. როგორც პრემიერმა ბრძანა, ამას აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა. კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ ძალიან დიდი სიყვარულიდან გამომდინარე, სნო იქცა ქართველებისთვის წმინდა ადგილად. ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ამ ადგილზე ასეთი მნიშვნელოვანი საქმის მოწმე ვართ.

მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო კათოლიკოს პატრიარქს და ქარულ ეკლესიას იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც შეაქვთ ჩვენი სულიერების, ჩვენი სამშობლოს და ერის გაძლიერებაში. ქედს ვიხრი უწმინიდესისა და უნეტარესის წინაშე და ქედს ვიხრი ქართული ეკლესიის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.