კახა კალაძემ საარჩევნო სლოგანი წარადგინა

კახა კალაძემ საარჩევნო სლოგანი წარადგინა

"სიცოცხლით სავსე ქალაქი" - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველს სოციალურ ქსელში საარჩევნო სლოგანი წარუდგინა.

"სიცოცხლით სავსე ქალაქი", - ასეთი უნდა იყოს თბილისი და მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. თბილისი გაიმარჯვებს!", - აცხადებს კახა კალაძე ვიდეომიმართვაში.