რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ”ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ დაგეგმილი კონტრაქციის მონაწილეები იკრიბებიან

რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ”ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ დაგეგმილი კონტრაქციის მონაწილეები იკრიბებიან

აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია ”ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ დაგეგმილი კონტრაქციის მონაწილეები იკრიბებიან.

აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი შესაძლებლობას არ მისცემენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მარში მოაწყონ. აქციაზე იმყოფებიან რიგი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და რიგითი მოქალაქეები.

ადგილზე განსაკუთრებული მობილიზებაა შსს-ს წარმომადგენლების. მათ სპეციალური ჯებირები აქვთ განლაგებული. რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიის ოდნავ ქვემოთ კი ”ევროპული საქართველოს” ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან, რომლებიც 20:00 საათზე აქციას გამართავენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები, რომლებიც აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.