„ევროპული საქართველო“ აღმაშენებლის გამზირზე დაანონსებული აქციის გადადებას არ აპირებს

„ევროპული საქართველო“ აღმაშენებლის გამზირზე დაანონსებული აქციის გადადებას არ აპირებს

საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, პარტია „ევროპული საქართველო“ აღმაშენებლის გამზირზე დაანონსებულ აქციას მაინც ჩაატარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის. აქციის ორგანიზატორები კი მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იკრიბებიან.

აქცია აღმაშენებლის გამზირზე 20:00 საათზეა ჩანიშნული.

აპირებს თუ არა აქციის გადადებას „ქართული მარში“, ჯერჯერობით უცნობია.