ისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველს ეძებს

ისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველს ეძებს

ისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველს, ნიკა ბეგაძეს ეძებს. ისლანდიური მედიასაშუალება Rav-ის ინფორმაციით, ნიკა ბეგაძე ქალაქ რეიკიანესბერში ცხოვრობდა. მისი მანქანა ჩანჩქერთან მდებარე პარკში იპოვეს. პოლიცია აღნიშნულ საქმეს, როგორც უბედურ შემთხვევას იძიებს.

სამართალდამცავები მოსახლეობას სთხოვენ, ინფორმაცია მოაწოდონ თუ ვინმემ დაინახა შემთხვევის ადგილას ნიკა ბეგაძე.

ძებნის ოპერაცია ოთხშაბათს დასრულდა. პოლიციის განცხადებით, ძებნის პირობები რთულია, ვინაიდან ჩანჩქერი ძლიერი და ცივია. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, იმის ვარაუდი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გადარჩა არ არის.

„შეიძლება თვეები და წლები დასჭირდეს, რომ ჩანჩქერში ჩავარდნილი ადამიანის კვალი მოიძებნოს“, - განაცხადეს პოლიციაში.