The New York Times:  თეთრი სახლის პრესმდივანმა თანამდებობა დატოვა

The New York Times: თეთრი სახლის პრესმდივანმა თანამდებობა დატოვა

თეთრი სახლის პრესმდივანი შონ სპაისერი გუშინ დილით თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ The New York Times იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, სპაისერმა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორად ნიუ-იორკელი ფინანსისტის ენტონი სკარამუჩის დანიშვნას.

„ბატონმა ტრამპმა ბატონ სკარამუჩის სამუშაო პარასკევს შესთავაზა. პრეზიდენტმა ბატონ სპაისერს სამსახურში დარჩენა სთხოვა, მაგრამ მან პრეზიდენტს განუცხადა, რომ სკარამუჩის დანიშვნა სერიოზული შეცდომა იყო“, - წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.