მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს გვარამია ვერ გამოდის წარსულის გავლენებიდან

მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს გვარამია ვერ გამოდის წარსულის გავლენებიდან

როგორც ჩანს გვარამია ვერ გამოდის წარსულის გავლენებიდან და ვერ ეგუება მდგომარეობას,  როდესაც მედია დამოუკიდებელია და მედიას მისი პარტია ვერ აკონტროლებს.

მან ძველი ტრადიციისამებრ დღეს კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში ჟურნალისტებზე და პესკონფერენციის დიდი ნაწილი დამოუკიდებელი ტელევიზიის და ჟურნალისტების მძიმე შეურაცხყოფას მიუძღვნა.

ვადასტურებთ რა უდიდეს პატივისცემას თითოეული ჟურნალისტის, მათი პროფესიის, ზოგადად თავისუფალი მედიის მიმართ, მთელი პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს მედიაპლურალიზმის და მედიასაშუალებათა მაქსიმალურად თავისუფალი ფუნქციონიონირებისათვის. სწორედ ამისი ნათელი მაგალითია რუსთავი2, რომელიც მიუხედავად უდიდესი საგადასახადო დავალიანებისა, დღემდე აგრძელებს თავისუფლად მუშაობას