მე პირადად რამდენიმე თვეა ხელფასი არ ამიღია და თანამშრომლები იღებენ ნახევარი ოდენობით ხელფასებს

მე პირადად რამდენიმე თვეა ხელფასი არ ამიღია და თანამშრომლები იღებენ ნახევარი ოდენობით ხელფასებს

მე პირადად რამდენიმე თვეა ხელფასი არ ამიღია, მენეჯმენტი პრაქტიკულად არ იღებს ხელფასს და თანამშრომლები იღებენ ნახევარი ოდენობით ხელფასებს, - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს საგადასახადო დავალიანება აქვს, თუმცა ეს ხელისუფლების დამსახურებაა. ”რაც შეეხება გადასახადებს, ჩვენ გარკვეული დავალიანება ნამდვილად გვაქვს, ეს არის სახელმწიფოს და ხელისუფლების დამსახურება, იმ ყადაღის დამსახურება, რომელიც დღემდე უკანონოდ გვადევს და ვერ მივდივართ ვერც ერთ საბანკო ინსტიტუციასთან სესხის ასაღებად, იქნება ეს გადასახადების გადასახდელად თუ ხელფასების დასარიგებლად. მე პირადად რამდენიმე თვეა ხელფასი არ ამიღია. მენეჯმენტი პრაქტიკულად არ იღებს ხელფასს და თანამშრომლები იღებენ ნახევარი ოდენობით ხელფასებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობში. ეს არის სახელმწიფოს დამსახურება, ჩვენი ბიზნესი არის სეზონური, ჩვენი ბიზნესი ყოველთვის ვერ ფარავს გასავლებს. ყოველთვის ვიყენებდით საბანკო ინსტიტუციებს და დღეს ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. მიპასუხოს ფინანსთა მინისტრმა, რომელი კორპორაციის ან კერძო სამართლის იურიდიული პირი იცის, რომელიც საბანკო ინსტიტუციასთან ვერ მიდის და რომელსაც არ წარმოეშობა საგადასახადო ვალდებულებები”, - განაცხადა გვარამიამ.