„ამბასადორიალი 2017"-ის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს ხვდება. შეხვედრა თბილისში, პარლამენტის შენობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
ელჩებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრება.
პრემიერთან შეხვედრამდე, დღეს ,,ამბასადორიალი 2017"-ის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ,,აწარმოე საქართველოში" პროგრამის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთი საწარმოს - შპს ,,ჯეოკეპის" საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში ეკონომიკური პროფილის მინისტრებმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს მათ უწყებებში განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
18-21 ივლისს თბილისში საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - "ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებილი დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში" იმართება.