საკონსტიუციო ცვლილებებმა პოლარიზება მოახდინა, კონსტიტუცია, რომელსაც არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, შესაძლოა ნეგატიურად აისახოს, - ამის შესახებ NDI-ის დელეგაციის წევრმა, მარია ბაბიკიმ არჩევნებისთვის მზადების პროცესის შეფასების შესახებ გამართულ პრესკონფერენიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამი თვე დარჩა ოქტომბრის არჩევნებამდე და საქართველო იმყოფება მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესში.
”ეს რეფორმები თუ მიღებული და განხორციელებული იქნა, მნიშვნელოვან გავლენას მოხდენს არჩევნებზე. ადგილობრივმა არასამთავრობოებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა გააკრიტიკეს სამი მიმდინარე რეფორმა. საერთო ჯამში ამ პროცესებს შეუძლოა გავლენა მოახდინოს არჩევნებზე, თუმცა დელეგაციას არ მოუხდენია დეტალური შესწავლა ამ პროცესების. ჩვენი პოზიცია მას შემდეგ გამოვლინდება, რაც რეფორმები და კონსტიტუცია შევა ძალაში”, - აღნიშნა ბაბიკმა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 16% არის ქალი, საკრებულოებში - 12% და მხოლოდ ერთი ქალი არის გამგებელი.
”სამწუხაროა, თუ არც ერთი რეფორმა არ გააძლიერებს გენდერულ თანასწორობას" , - განაცხადა მარია ბაბიკიმ.
მისივე თქმით, ასევე დისკუსიები შეეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს.
"საკონსტიუციო ცვლილებებმა პოლარიზება მოახდინა. კონსტიტუცია, რომელსაც არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, შესაძლოა ნეგატიურად აისახოს. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხზე ცვლილებებს, ერთო თვის წინ მოხდა ცვლილების ინიცირება, პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა ხელისუფლბას აქვს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა", - აღნიშნა ბაბიკიმ.
მისივე შეფასებით, პრობლემატურია ამ რეფორმების განხორციელება ”ასე ახლოს არჩევნებთან”.
როგორც ბაბიკიმ აღნიშნა, რეფორმების დაჩქარებულად გატარების მიზეზები დელეგაციას კარგად არ აუხსნეს. ამასთან, ბაბიკი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარებთან მიმართებაში თანაბარი გარემო არ არის.