აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლეს

აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლეს

აფხაზეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად, რუსი ტურისტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დეფაქტო შსს-ში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, ინციდენტი გუდაუთის რაიონის სოფელ აჩადარაში მოხდა.

„ტურისტების ჯგუფს, რომელიც სათევზაოდ იმყოფებოდა, უცნობი პირები დაესხნენ თავს, რომლებიც დანით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულები და ტურისტებს ფული მოსთხოვეს. ერთ-ერთმა მამაკაცმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც დაჭრეს, მოგვიანებით კი ის საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - განაცხადეს დეფაქტო უწყებაში.

ამ დროისთვის დამნაშავეთა ძებნა გრძელდება.