მეორე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან დაბრუნება გამორიცხულია და შემოდგომაზე აუცილებლად იქნება მიღებული კონსტიტუცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მესამე მოსმენის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ცვლილებების განხორციელების სამართლებრივი და პროცედურული შესაძლებლობები არსებობს.
„მეორე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან დაბრუნება გამორიცხულია და შემოდგომაზე აუცილებლად იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით.
მესამე მოსმენისთვის ცვლილებების განხორციელების სამართლებრივი და პროცედურული შესაძლებლობები არსებობს და ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება გვქონდეს კონსულტაციები. პროცედურული თავლსაზრისით, ეს არის შესაძლებელი, სხვადასხვა მექანიზმი შეიძლება ამისთვის გამოვიყენოთ. ეს არის ტექნიკური დეტალები, მთავარია შედგეს კონსენსუსი დოკუმენტთან დაკავშირებით და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.