„ოთხი თვის განმავლობაში პრეზიდენტი არ ჩაერთო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ასეთ პირობებში მისი მხრიდან რაიმე კონსტრუქციულ როლზე საუბარი, ბუნებრივია, არის ზედმეტი. ეს არის მისი არჩევანი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსტიტუციის თემაზე მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმიზანი არ არის კონსულტაციებში მონაწილეობა ან არმონაწილეობა.
„რაც შეეხება პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს, ჩვენთვის თვითმიზანი, ბუნებრივია, არ არის რაღაც კონსულტაციებში მონაწილეობა ან არმონაწილეობა. როდესაც პრეზიდენტი უარს ამბობდა აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზის გამო, ოთხი თვის განმავლობაში კომისიის მუშაობაში ჩართვაზე, ასეთ დროს მისი პოზიტიური როლის გამოკვეთა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ეს არის მისი არჩევანი. მან გააკეთა თავისი არჩევანი. ოთხი თვის განმავლობაში პრეზიდენტი არ ჩაერთო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ასეთ პირობებში მისი მხრიდან რაიმე კონსტრუქციულ როლზე საუბარი, ბუნებრივია, არის ზედმეტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.