სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა. როგორც საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საპატრიარქოში იმყოფებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩები.
„საუბარი შეეხო საქართველოს დარღვეულ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ითქვა იმ გზებსა და საშუალებებზე, რაც ამ პრობლემის მოგვარებას საშუალებად შეიძლება იქცეს. ელჩებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი და ხაზი გაუსვეს ეკლესიის ავტორიტეტსა და მნიშვნელობას საზოგადოებისათვის“, - აცხადებენ საპატრიარქოში.