ქემალ კილიჩდაროღლუმ სამართლიანობის მიტინგზე მისულ 100 ათასობით აქციის მონაწილეს მიმართა: ეს პირველი ნაბიჯია!

ქემალ კილიჩდაროღლუმ სამართლიანობის მიტინგზე მისულ 100 ათასობით აქციის მონაწილეს მიმართა: ეს პირველი ნაბიჯია!

პროვოკაციული ჭორებისა და სატრანსპორტო შეზღუდვების მიუხედავად თურქეთის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია მალთეფეში გაიმართა. ორ მილიონამდე მოქალაქემ ″უფლება, სამართალი, სამართლიანობა″ ლოზუნგით აქციაში მიიღო მონაწილეობა.

კილიჩდაროღლუმ, 10 პუნქტიანი ″საგანგებო მოწოდების″ ტექსტი აქციის მონაწილეებს გააცნო და განაცხადა, რომ სამართლიანობის ძიება გაგრძელდება.

″სასამართლოები დამოუკიდებელი თუ არ არიან, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის უფლებამოსილება თუ უზურპირებულია, პრესა თუ გაჩუმებულია სამართლიანობის ძიების ერთადერთი ადგილი ქუჩაა″, - განაცხადა მან.

თურქეთის მთავარი ოპოზიციური ″სახალხო რესპუბლიკური პარტიის″ (CHP) ლიდერის ქემალ კილიჩდაროღლუს ხელმძღვანელობით, ამავე პარტიის დეპუტატის ენის ბერბეროღლუს დაკავების შემდეგ დაწყებული ″სამართლიანობის მსვლელობა″, დიდი სამართლიანობის აქციით დასრულდა. მსვლელობა რომელიც 25 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, 432 კილომეტრი გზა იქნა დაფარული. კილიჩდაროღლუმ დარჩენილი ერთი კილომეტრი მარტო გაიარა და მსვლელობა ასე დაასრულა. ოპოზიციის ლიდერმა მალთეფეს აქციაზე დაახლოებით ერთი საათი ილაპარაკა.

″2017 წლის 15 ივნისს ანკარის გუვენპარკში დაწყებული მსვლელობა მალთეფეში დავასრულეთ მაგრამ ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ამ მსვლელობით ყველაფერი დასრულდა. ეს მსვლელობა ჩვენი პირველი ნაბიჯია″, - განაცხადა ქემალ კილიჩდაროღლუმ გამოსვლის დასაწყისში.

ქემალ კილიჩდაროღულ ასევე 10 პუნქტიანი ტექსტი წაიკითხა.

http://www.cumhuriyet.com.tr/haber/siyaset/777348/Kilicdaroglu_Adalet_Mitingi_nde_yuzbinlere_seslendi__Bu_daha_ilk_adim_.html