თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი - ტრამპმა არ დაიჯერა პუტინის განცხადება, რომელმაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა უარყო

თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი - ტრამპმა არ დაიჯერა პუტინის განცხადება, რომელმაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა უარყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ დაიჯერა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩარეულა.

აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელმა რაინს პრიბასმა ტელეარხ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა არ დაიჯერა პრეზიდენტ პუტინის განცხადება, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა უარყო“, - განაცხადა პრიბასმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დაწყებისთანავე დასვა აღნიშნული საკითხი.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის თემას დიდი დრო დაეთმო ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრაზე.