სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის კონსტრუქციულად განწყობილი იმისკენ, რომ ჩვენ უფრო ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ

სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის კონსტრუქციულად განწყობილი იმისკენ, რომ ჩვენ უფრო ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ

სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის კონსტრუქციულად განწყობილი იმისკენ, რომ ჩვენ უფრო ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მან დღეს საკონსტიტიუციო ცვლილებების გარშემო დიალოგისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

“კონსტიტუციის ცვლილებებზე მუშაობის პროცესში შექმნილი იყო საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც ყველას ჰქონდა საშუალება, ჩართულიყო, მათ შორის - პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას. დღეს საკითხი ორი მოსმენით დასრულებულია. ჩვენ მზად ვართ, კიდევ გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ ვიპოვოთ საკითხები, რომელიც გარკვეულწილად შეარბილებს ამ ფონს და რაღაც დონის კომპრომისი იქნება ჩვენი მხრიდან. ამისთვის, ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში. ხაზს ვუსვამ, ოპოზიციური პარტიების ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს საშუალება, ამ დიალოგში ჩაერთოს”, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.