იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმებზე სამუშაო ფორმატში იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმებზე სამუშაო ფორმატში იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში, გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფორმატში, გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმებზე მსჯელობდნენ.

შეხვედრა ჩატარდა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასთვის" ფარგლებში. 
დღეს, ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს მიერ გაეროს სხვადასხვა კომიტეტებში წარსადგენ ანგარიშებზე და ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ პროცედურებზე ისაუბრეს. შეხვედრას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადენელი სამხრეთ კავკასიაში, ადამიანის უფლებათა ოფიცერი, ბესარიონ ბოხაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრის მონაწილეებმა, ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა თემებზე იმსჯელეს, მათ შორის: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმზე (UPR) და მის პროცედურებზე, საქართველოსთან მიმართებაში გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოტანილ რეკომენდაციებზე, საქართველოს შეფასების მეორე პერიოდულ ციკლზე და 2015 წელს საქართველოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებზე.

გასვლით სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, კომიტეტის წევრებმა: დავით მათიკაშვილმა, გედევან ფოფხაძემ და გიორგი ხატიძემ, ასევე კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა და გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებმა.