პეტრე-პავლობის დღესასწაული თევზით ხსნილი იქნება

პეტრე-პავლობის დღესასწაული თევზით ხსნილი იქნება

პატრიარქის კურთხევით, პეტრე-პავლობის დღესასწაული თევზით ხსნილი იქნება. როგორც სრულიად კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, კალენდარში არ წერია პეტრე-პავლობას ხსნილია თუ მარხვაა.

"პეტრე-პავლობა ოთხშაბათია და გავახსნილოთ თევზით. მეორე დღეს კი სვეტისცხოვლობაა, 12 მოციქულის დღესასწაულია. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ" ,- მიმართა მრევლს პატრიარქმა.
პეტრე-პავლობა 12 ივლისს აღინიშნება.