რაჭაში წუხელ მიწისძვრა მოხდა

რაჭაში წუხელ მიწისძვრა მოხდა

რაჭაში წუხელ მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ში, სოფელ ჟაშქვაში დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა.