პრობლემები, რომლებიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის არსებობს ცნობილია: ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა

პრობლემები, რომლებიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის არსებობს ცნობილია: ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა

პრობლემები, რომლებიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის არსებობს ცნობილია: ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას.

„ევროკომისიას სურს დიალოგი. ჩვენ გვსურს სამუშაოს გაგრძელება, რათა გამოვნახოთ შესაძლებლობები თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ უფრო აქტიურად შესაძლებელია ურთიერთობების განვითარება და კონტაქტების გაფართოება ევროკომისიასა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის თანამშრომლობის ფარგლებში.