აშშ-ს კონგრესი უახლოეს ხანში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ახალი პაკეტის შეთანხმებას შეძლებს

აშშ-ს კონგრესი უახლოეს ხანში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ახალი პაკეტის შეთანხმებას შეძლებს

აშშ-ის კონგრესის სენატი და წარმომადგენელთა პალატა უახლოეს ხანში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ახალი პაკეტის შეთანხმებას შეძლებენ, - აღნიშნულის შესახებ სენატორმა ბენ კარდინმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„ეს კანონპროექტი სენატმა 98 ხმით ივნისში დაამტკიცა. ინიციატივას ორივე პარტიის მხარდაჭერა აქვს. ჩვენ გვსურს პრეზიდენტ ტრამპს საშუალება მივცეთ უფრო მტკიცედ იმოქმედოს რუსეთთან მიმართებში და რუსეთს გააგებინოს, რომ სანქციები გამოყენებული იქნება თუ რუსეთი არ შეცვლის თავის პოლიტიკას“, - განაცხადა სენატორმა ბენ კარდინმა. 

„ვიმედოვნებთ, რომ წარმომადგენელთა პალატა მიიღებს კანონპროექტში ცვლილებებს და მას სენატში გადააგზავნის განსახილველად. ჩვენ დავასრულებთ ამ პროცესს და კანონპროექტს პრეზიდენტს გადავცემთ ხელმოსაწერად“, - აღნიშნა ბენ კარდინმა. 

სენატორის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნულ კანონპროექტს ვეტოს არ დაადებს.