ანატოლი ბიბილოვი ავარიაში არ მოყოლილა, ავტოსაგზაო შემთხვევაში კორტეჟის ერთ-ერთი მანქანა მოხვდა

ანატოლი ბიბილოვი ავარიაში არ მოყოლილა, ავტოსაგზაო შემთხვევაში კორტეჟის ერთ-ერთი მანქანა მოხვდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა დინა გასიევამ უარყო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანატოლი ბიბილოვი ავარიის დროს დაშავდა. აღნიშნულის შესახებ მან "რია ნოვოსტის" განუცხადა. მისი თქმით, ავარიაში ბიბილოვის კორტეჟის ერთ-ერთი მანქანა მოხვდა.

"ანატოლი ბიბილოვი არანაირ ავარიაში არ მოყოლილა. ამჟამად ანატოლი ბიბილოვი დელეგაციასთან ერთად სამხრეთ ოსეთში ბრუნდება", - განაცხადა მან.

მანამდე „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანატოლი ბიბილოვი სოხუმში ავარიაში მოყვა.