ჰამბურგის პოლიციის განცხადებით, „დიდი ოცეულის“ სამიტის საწინააღმდეგო აქციებზე ორი დღის განმავლობაში 200-ზე მეტი პირი დააკავეს.
„8 ივლისს, 09:00 საათის მდგომარეობით, დაშავებული პოლიციელების რაოდენობა 213-ს შეადგენს“, - განაცხადა ჰამბურგის პოლიციის წარმომადგენელმა.
გუშინ ღამით შანცენფირტელის უბანში პოლიციამ მანიფესტანტების დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყენა.
ჰამბურგში უკვე მეორე დღეა, რაც მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ანტიგლობალისტები ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ჩატარებას აპროტესტებენ.