დონალდ ტრამპმა „დიდი ოცეულის“ სამიტის პირველ დღეს შესანიშნავი უწოდა

დონალდ ტრამპმა „დიდი ოცეულის“ სამიტის პირველ დღეს შესანიშნავი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდი ოცეულის“ სამიტის პირველ დღეს შესანიშნავი უწოდა. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„დიდი ოცეულის“ სამიტზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრის პირველი შესანიშნავი დღე. მოუთმენლად ველოდები სამიტის მეორე დღეს!“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გუშინ, დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა.

ნაცვლად დაგეგმილი 30 წუთისა, შეხვედრა 2 საათი და 16 წუთი გაგრძელდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.