დონალდ ტრამპთან უკრაინის, სირიის, ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ

დონალდ ტრამპთან უკრაინის, სირიის, ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკის ლიდერთან განიხილა უკრაინასა და სირიაში არსებული ვითარება, ასევე ტერორიზმთან და კიბერთავდასხმებთან დაკავშირებული საკითხები. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

„მე ხანგრძლივი საუბარი მქონდა შეერთებული შატატების პრეზიდენტთან. ბევრი საკითხი დაგროვდა - აქ არის უკრაინა, სირია და სხვა პრობლემები, ზოგიერთი ორმხრივი საკითხი. ჩვენ კვლავ დავუბრუნდით ტერორიზმთან ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს“, - განაცხადა პუტინმა შეხვედრის შემდეგ.

ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების დღევანდელი შეხვედრა, დაგეგმილზე მეტხანს - 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა.