იენს სტოლტენბერგი: რუსეთი ნატოს ერთიანობასა და მის პარტნიორებს სათანადოდ ვერ აფასებს

იენს სტოლტენბერგი: რუსეთი ნატოს ერთიანობასა და მის პარტნიორებს სათანადოდ ვერ აფასებს

რუსეთი ნატოს ერთიანობასა და მის პარტნიორებს სათანადოდ ვერ აფასებს, ამიტომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ ეკონომიკური სანქციები, ვიდრე რუსეთი საკუთარ ქცევებს არ შეცვლის. ამის შესახებ „უკრინფორმთან“ ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„რუსეთი, ასევე, ვერ აფასებს მოკავშირეების გადაწყვეტილებას სწრაფი რეაგირების ძალების გაზრდასთან დაკაშირებით, ასევე, თავდაცვაზე ხარჯების გაზრდის შესახებ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მანვე განაცხადა, რომ ალიანსმა უნდა აჩვენოს გამბედაობა, ერთიანობა და გამძლეობა. „ასეთი მოქმედებების დამსახურებით რუსეთი ნახავს, რომ შეუძლია იმაზე მეტი მიიღოს ჩვენთან თანამშრომლობით, ვიდრე კონფრონტაციით. ეს როდის მოხდება, ამის თქმა ძნელია“, - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი გააცნობიერებს, რომ ალიანსის დაშლისა და დაყოფის გზები არ არსებობს.