ხელისუფლებამ ივანიშვილს სამეგრელოში ზონდერბრიგადები დაახვედრა (VIDEO)

ხელისუფლებამ ივანიშვილს სამეგრელოში ზონდერბრიგადები დაახვედრა (VIDEO)

სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილის დასახვედრად ხელისუფლებამ სრული მობილიზაცია პირველი წუთებიდანვე გამოაცხადა და „განახლებული“, ახალი „ტიპებით“ ჩანაცვლებული ზონდერბრიგადები ჯერ ოდიშში, შემდეგ კი ორულუში უცერემონიოდ აახლა. როგორც კოალიციის ლიდერები აცხადებდნენ, ხელისუფლებამ შეხვედრების ჩაშლა „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდა აქტივისტებისა და სპორტსმენების გამოყენებით სცადა. „მობილიზებულთა“ შორის მრავლად იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც, რომლებმაც 2007 წელს ზუგდიდში გამართული გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგის დარბევაში, ბიძინა გუჯაბიძის, სოსო რობაქიძის, გოგა ხაინდრავასა და ბეჟან გუნავას ცემაში თავი განსაკუთრებულად გამოიჩინეს.

ბიძინა ივანიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დეტალებს „განსაკუთრებული ყურადღება“ ზუგდიდის საკრებულოს თითქმის სრულმა შემადგენლობამ დაუთმო. ის, ვინც დაპირისპირებაში არ ჩართულა, „განვითარებულ მოვლენებს“ თვალს შორიახლოდან ადევნებდა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გრიგოლ სხულუხია, „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე და დიდინეძის დეპუტატი კახა ქირია, საკრებულოს წევრი და ორსანტიის დეპუტატი ბესიკ გაბუნია, ოდიშისა დ ჭითაწყარის მაჟორიტარი დეპუტატები პაპუნა ჯიჭონაია და გელა ჩილაჩავა, ახალსოფლის მაჟორიტარი პაატა ღუბელაძე, საკრებულოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე დავით სხულუხია, საკრებულოს იურისტი დავით ჭანტურია და სამეურნეო სამსახურის უფროსი ბათუკა შელია, საკრებულოს სპეციალისტები ირაკლი მიქაია, ლევან მაქაცარია და ლაშა სხულუხია, ერგეტის სკოლის დირექტორი აკაკი როგავა, გამგებლის რწმუნებული დიდინეძში პაპუნა კუკავა, საკრებულოს აპარატის უფროსი თემურ ბასილაია, სამხარეო ადმინისტრაციის საფინანსო სამსახურის უფროსი მალხაზ ციკუტანია, ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ლევან კალანდია, - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საჯარო მოხელეებისა, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ და რომელსაც საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ გიორგი ალასანია პრესის წარმომადგენლებს აწვდის.  

თუ ვინ და რატომ სკანდირებდა „მიშა, მიშას...“ და რას პასუხობდნენ „ბიძინა, ბიძინას...“ შეძახილებით შეხვედრაზე შეკრებილი მეგრელები, ნახეთ ვიდეოკადრებში.