საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მინსკში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მინსკში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიოქაცარავამ და დელეგაციის წევრებმა, მინსკში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში ორმხრივიშეხვედრები გამართეს.

უკრაინის, გერმანიის და პორტუგალიის დელეგაციების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე ქართველიკანონმდებლებმა როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, ასევე საქართველოს წინაშე არსებულგამოწვევებზე და საერთაშორისო მხარდაჭერის მიმართულებებზე ისაუბრეს.

სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი: „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოსმეგობარი და პარტნიორი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ. ეუთოსსაპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის ახალ და საინტერესო გეგმებზე, ევროინტეგრაციის პროცესშისაქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი მხარდაჭერის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო გერმანიისდელეგაციასთან გამართული შეხვედრა. თანამშრომლობის გაღრმავების სფეროები მიმოვიხილეთ და დემოკრატიულირეფორმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. უკრაინის საპარლამენტო დელეგაციასთან საერთოინტერესები და გამოწვევები, როგორიცაა ევროატლანტიკური სწრაფვა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ქვეყნისდემოკრატიული რეფორმები, განვიხილეთ. დავსახეთ თანამშრომლობის ახალი მიზნები და მათი განხორციელებისმნიშვნელობაზე ვისაუბრეთ“.

რაც შეეხება პორტუგალიის დელეგაციის ხელმძღვანელთან შეხვედრას, სოფიო ქაცარავამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზითმოგვარების კუთხით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ურთიერთობების განსხვავებულ მიდგომებზე ისაუბრა დამისი შინაარსობრივი ნაწილი წარმოადგინა.

„ჩვენი ყველა შეხვედრის მიზანია გავზარდოთ საქართველოს როლი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში,გავაძლიეროთ ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, დავიცვათ ასამბლეის მიერ აღიარებული პრინციპები დავიზრუნოთ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.