სტრასბურგის სასამართლომ საქმეს ”აფგან მუხთარლი საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ” პრიორიტეტი მიანიჭა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეს ”აფგან მუხთარლი საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ” პრიორიტეტი მიანიჭა

ევროსასამართლო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს, - განცხადება ამის შესახებ მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეს ”აფგან მუხთარლი საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ” პრიორიტეტი მიანიჭა.

”ახალი ამბავი გვაქვს მუხთარლის საქმეზე. ამ საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიანიჭა ”პრიორიტეტული” და ეს ნიშნავს, რომ ევროსასამართლოში საქმე განხილული იქნება პრიორიტეტული, დაჩქარებული წესით”, - განაცხადა ადვოკატმა.