დღეს დაიკითხებიან ოქრომჭედლები, რომლებიც როგორც ნატრიუმის, ისე კალიუმის ციანიდის ოქრომჭედლობაში გამოყენებას გამორიცხავენ

დღეს დაიკითხებიან ოქრომჭედლები, რომლებიც როგორც ნატრიუმის, ისე კალიუმის ციანიდის ოქრომჭედლობაში გამოყენებას გამორიცხავენ

დღეს დაიკითხებიან ოქრომჭედლები, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ, როგორც ნატრიუმის, ასევე კალიუმის ციანიდის ოქრომჭედლობაში გამოყენებას, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდს საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზვიად გუბელაძის თქმით, ოქრომჭედლების გარდა დღეს დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას დაადასტურებენ.

”დაცვის მხარე აპელირებდა, თითქოს ბრალდებულს ნატრიუმის ციანიდი ოქრომჭედლობისთვის სჭირდებოდა. დღეს ოქრომჭედლები დაიკითხებიან, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ, როგორც ნატრიუმის, ასევე კალიუმის ციანიდის ოქრომჭედლობაში გამოყენებას”, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს ბრალდების მხარის 20-მდე მოწმე დაიკითხება. ჯამში ბრალდებას 100-მდე მოწმე ჰყავს დასაკითხი.

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე განახლდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.