ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის

ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის

თქვენი ნებართვით, მე არ წავალ დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტის განხილვის სიღრმეში. ვფიქრობ, ეს პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის, - ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის რეპლიკას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე კონსულტაციებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას მიესალმება. მან, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე და აქტიურად ითანამშრომლოს ოპოზიციურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.