დავით სერგეენკო სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოუწოდებს, ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით ისარგებლონ

დავით სერგეენკო სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოუწოდებს, ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით ისარგებლონ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოუწოდებს, ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის შესაძლებლობით ისარგებლონ.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო ახლად დაწყებული პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებს.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტის დაწყება შესაძლებელი გახდა. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით. მონაცემები მოსარგებლეების შესახებ საათობრივად იზრდება, დინამიკური პროცესია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მოსახლეობას მარტივი წესები: ვისაც აქვს 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა, უნდა მიმართოს თავისი ოჯახის ექიმს მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. ვიზიტი უფასოა. ამის შემდეგ ექიმი აძლევს ამ დაავადების დამადასტურებელ დოკუმენტს და რეცეპტს. მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ რაიონში, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიდის ადამიანი ამ ორი დოკუმენტის და პირადობის მოწმობით, იქ რეგისტრირდება და უკვე ჩნდება ბმა აფთიაქთან. ამის შემდეგ, შეუძლიათ მიმართონ PSP-ის აფთიაქებს, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა და ეს მედიკამენტი გამოიტანონ მაქსიმუმ 1 ლარის თანაგადახდით. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მოსახლეობას, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.