დავით ნარმანიას შეიძლება დაუწუნო პიარის არარსებობა და ლიდერის თვისებების არ ქონა, თუ ეს დასაწუნია

დავით ნარმანიას შეიძლება დაუწუნო პიარის არარსებობა და ლიდერის თვისებების არ ქონა, თუ ეს დასაწუნია

დავით ნარმანიას შეიძლება დაუწუნო უფრო პიარის არარსებობა გაკეთებულ საქმეებზე და პოლიტიკური ლიდერის თვისებების არ ქონა, თუ ეს დასაწუნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პარალელის გავლება და შედარება მოქმედ მერსა და კანდიდატ კახა კალაძეს შორის არასწორია.

„მოქმედი მერის დასაცავად მინდა ვთქვა, რომ უამრავი უსახო პროექტი, თუნდაც სპორტის სასახლის უკან და ბევრის სხვა შენებლობა, გაყიდული კოეფიციენტები ქალაქის ცენტრში, არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ნარმანიამ მიიღო. ბევრი გაკეთებული კარგი პროექტია: უამრავი გზა, გამაგრებული შენობები, გადარჩენილი სიცოცხლე სოციალური პროგრამებით, სკვერები, ბაღები, - ეს არ ჩანს იმდენად, რამდენადაც ძალიან რთულია ქალაქის ცენტრში შექმნილი მდგომარეობა. მე ვფიქრობ, ამას ახალი ენერგია სჭირდება, მენეჯერი სჭრიდება, რომელმაც თავი გამოიჩინა არაერთი პროექტით“, - განაცხადა ვოლსკიმ.