სტრასბურგში, 3-დღიანი ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეკ სავიცკის შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტში. ოფიციალური პროგრამის მიხედვით, შეხვედრები გაიმართება - ”სოციალისტების” პოლიტიკური ჯგუფის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ კნუტ ფლეკენშტაინთან, ”სახალხო პარტიის” თავმჯდომარის მოადგილე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობების საკითხებში სანდრა კალნიეტესთან, ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან, ”სოციალისტების” ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ბოშტინარუსთან, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის წევრებთან, სოციალისტური პოლიტიკური ჯგუფის საგარეო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფთან.
ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას გააცნობს.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ენზელ მკოიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი მოსიძე და გიორგი ლომია.