სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციები რამდენად იყო დაცული ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, ამის დადგენის ერთადერთი გზა არის გამოძიება, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რამდენად არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები ქვეყანაში.
როგორც მინისტრმა განმარტა, სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციები ქვეყანაში არსებობს და ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი.
"ამ შემთხვევაში, რამდენად იყო ეს რეგულაციები დაცული, ამის დადგენის ერთადერთი გზა არის გამოძიება და მჯერა, რო, ეს გამოძიება უტყუარად დაადგენს ამ ყველაფერს",- განაცხადა სერგეენკომ.