არ არის სწორი, როცა ხდება ერთი დოკუმენტის შემუშავება, მეორის ვენეციის კომისიაში წარდგენა და მესამის პარლამანეტის მიერ მიღება

არ არის სწორი, როცა ხდება ერთი დოკუმენტის შემუშავება, მეორის ვენეციის კომისიაში წარდგენა და მესამის პარლამანეტის მიერ მიღება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ არ არის სწორი, როცა ხდება ერთი დოკუმენტის შემუშავება, მეორის ვენეციის კომისიაში წარდგენა და მესამის პარლამანეტის მიერ მიღება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აბაშიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა.

აბაშიშვილის თქმით, საკითხის განხილვაში ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში, რომელიც არის თანხმობის დოკუმენტი, მიღწეული იყოს კონსენსუსი. ეს აღინიშნა ვენეციის კომისიის შეფასებებშიც ბატონი ბუკიკიოს მიერაც. აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რათა მივიდეთ კონსენსუსამდე, რომელ პროცესშიც ყველა მხარე იქნება ჩართული. არ არის სწორი, როცა ხდება ერთი დოკუმენტის შემუშავება, მეორის წარდგენა კომისიაში და მესამის მიღება პარლამენტის მიერ. აუცილებელია, რომ პროცესი წარიმართოს კონსენსუსით და მასში ყველა მხარე იყოს ჩართული”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.